სტურუა ლია

ლია სტურუა 1939 წლის 15 მაისს თბილისში დაიბადა. 1957 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა, შემდეგ თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – "ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში". უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურული კონსულტანტია. პირველი წიგნი, "ხეები ქალაქში" (ლექსები), 1962 წელს გამოსცა. არის ავტორი პროზაული კრებულებისა "ბედნიერი სიჩუმე", ",რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი) და მრავალი პოეტური კრებულისა. წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.
შემოქმდება
გაკაწრული სონეტი

სტურუა ლია
ნანახია: 7617 - ჯერ

სონეტი დედას

სტურუა ლია
ნანახია: 7674 - ჯერ

გალაკტიონს

სტურუა ლია
ნანახია: 7623 - ჯერ